დღევანდელ სწრაფად ცვალებად და კონკურენტულ მსოფლიოში უამრავ ადამიანს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ხშირად უჭირს საკუთარი პროფესიული განვითარების სწორი მიმართულების მოძებნა. ხშირ შემთხვევაში, ისინი პროფესიულ არჩევანს იღებენ ინტუიციურად, შემთხვევით ან სხვისი რჩევის გავლენით. ისე, რომ არ აქვთ სიღრმისეული წარმოდგენა საკუთარი უნარების ან ბაზარზე რეალური მოთხოვნების შესახებ. ამის შედეგად ადამიანები გრძნობენ დაბნეულობას, კარგავენ დროსა და რესურსებს, ან ირჩევენ პროფესიას, რომელიც არ შეესაბამება მათ პერსპექტივებსა და ინტერესებს.
ამ გამოწვევების დასაძლევად შეიქმნა Breneo – ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კარიერული ორიენტაციისა და უნარების განვითარების ინოვაციური პლატფორმა, რომელიც რეალურ სამუშაო ბაზრის მოთხოვნებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული. Breneo-ს მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს ინდივიდუალური მიდგომა, რომელიც აერთიანებს უნარების დეტალურ ანალიზს, პერსონალურ სასწავლო გეგმასა და რეალურ კარიერულ შესაძლებლობებს.
სტარტაპი, რომელიც ნიკოლოზ და თეკლა ქველიძეებმა შექმნეს, მიზნად ისახავს ახალი ტიპის გამოცდილების შემოღებას, რომელიც არ არის ზოგადი, არამედ თითოეული მომხმარებლისთვის ქმნის კონკრეტულ, მიზნობრივ და ეფექტურ გზას პროფესიული განვითარების მიმართულებით. შედეგად, Breneo ხელს უწყობს ახალგაზრდების მიზანმიმართულ ზრდას და მათ პროფესიულ ცხოვრებაში წარმატების მიღწევას.
„სტარტაპის შექმნა სწორედ მაშინ დავიწყეთ, როცა საგანმანათლებლო ჩვენ განსხვავებულ პერსპექტივას ადგილი აღარ იყო ბაზარზე, თუმცა ტექნოლოგიების ბაზარი უკვე საკმაოდ გადატვირთული იყო. ბევრი ფიქრობდა, რომ ასეთ დროს ახალი იდეისთვის ვხედავდით. სწორედ ასეთი გარემო მოითხოვდა გამბედაობასა და რწმენას, რომ გამოვსულიყავით ჩარჩოებიდან და შეგვეთავაზებინა ახალგაზრდებისთვის ახალი, პერსონალიზებული გზა კარიერული განვითარების მიმართულებით. გუნდის მტკიცე ერთგულება და მიზანდასახულობა იყო ის მთავარი რესურსი, რომელიც დაგვეხმარა ყველა სირთულის დაძლევაში" - Entrepreneur - თან საუბარში აღნიშნავს ნიკოლოზ ქველიძე.
როგორც სტარტაპის დამფუძნებლები აცხადებენ. Breneo-ს გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული გამოწვევა იყო იდეის სწორად ფორმულირება და მისი პრაქტიკულ პროდუქტად ქცევა. თავდაპირველად მთავარი ამოცანა იყო ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც მხოლოდ თეორიულ კონცეფციაზე არ იქნებოდა აგებული, არამედ რეალურად უპასუხებდა კონკრეტული მომხმარებლების საჭიროებებს. ამ პროცესში Breneo-ს გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მომხმარებლის უკუკავშირი, დეტალებზე ორიენტირებულობა და მოქნილი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. პლატფორმის განვითარება მოითხოვდა მუდმივ ანალიზს, ტესტირებასა და გაუმჯობესებას, რათა საბოლოო პროდუქტი ყოფილიყო არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ მაქსიმალურად მორგებული თითოეულ მომხმარებელზე. სწორედ ამ მიდგომით შეძლეს გუნდის წევრებმა საფუძველი ჩაეყარათ იმ ციფრული სივრცისთვის, რომელიც სამომავლოდ მრავალი ადამიანის პროფესიული განვითარებისთვის რეალურ ინსტრუმენტად იქცევა.
რაც შეეხება კომპანიის განვითარების ხედვას, Breneo-ს გუნდი მომავალი წლისთვის პლატფორმის ფუნქციურ დახვეწას, ახალი შესაძლებლობების დამატებასა და ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობას გეგმავს, რომელიც ამ პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს. პარალელურად, კომპანია მუშაობს ინვესტიციების მოძიებასა და საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში Breneo-ს გუნდის მიზანია, კომპანია გახდეს ადგილი სადაც განათლება და კარიერული განვითარება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
„გუნდში ინსპირაციას გვაძლევს შესაძლებლობა, რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ ახალგაზრდების ცხოვრება. ჩვენ ვქმნით პლატფორმას, რომელიც დაეხმარება ადამიანებს, უკეთ გაიცნონ თავიანთი უნარები და სწორად აირჩიონ მომავალი. ეს იდეა კი გვაძლევს ყოველდღიურ მოტივაციას. გუნდში გვჯერა, რომ მხოლოდ ტექნოლოგია და ინოვაცია საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია სანდოობა, გულისხმიერება და გრძელვადიანი ურთიერთობა, რაც მომავალში შეძლებს მილიონობით ადამიანს შეუქმნას უკეთესი მომავალი“ - აღნიშნავს თეკლა ქველიძე.